1. პროექტის სახელწოდება: მდინარე „ლაფრანას“ ეკოლოგიური კატასტროფა
2. პროექტის მოკლე აღწერა: მდინარე „ლაფრანას“ ხეობის დასუფათავება და მისი ეკოლოგიურად დაცვის ღონისძიებები.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფირმაციეებს მდინარის წარმოშობის, საზრდოობის, გამოყენებისა და დაჭუჭყიანების შესახებ. დაათვალიერებენ სოფლის ცენტრალური უბნიდან სათავის მიმართულების ხეობას. დაადგენენ ხეობის და წყლის დაჭუჭყიანების მიზეზებს. მოახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას, თუ რას გამოიწვევს მდინარისადმი ასეთი დამოკიდებულება რაც სადღეისოთ არსებობს. გადაუღებენ სურათებს იმ ადგილებს რაც განაგვიანებულია,შეადგენენ მდინარის ხეობის გეგმას და დაიტანენ იმ ადგილებს სადაც კატასტროფული მდგომარეობაა. დაიგეგმება ის საქმიანობები რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული მდგომარეობის აღმოფხვრას. ე.ი მდინარის ხეობის ეკოლოგიურ დასუფთავებას.
4. მონაწილეთა ასაკი: VII – IX კლასების მოსწავლეები.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 2011 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე. 4თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: კვლევა, ძიება, დისკუსია მოპოვებულ ინფორმაციებზე. შეხვედრები მდინარის ხეობის მოსახლეობასთან, სოფლის მმართველობის პროექტში ჩართვა, პუბლიკაციების გამოშვება.
7. მოსალოდნელი შედეგები: ხეობა დასუფთავდება, რაც გამოიწვევს წყლის სისუფთავეს და მის ფლორისა და ფაუნის დაცვა განვითარებას. ხეობის სუფთა გარემოს შექმნას.
8. სარგებელი სხვებისათვის: აღნიშნული პროექტის განხორციელებით საზოგადოებისა და ხეობის მაცხოვრებელთათვის გაუმჯობესდება გარემო პირობები, რითაც თავიდან აცილებული იქნება როგორც ადამიანების ისე წყლის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ცოცხალი ორგანიზმების გამრავლება განვითარება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირშია სასწავლო საგნებთან: ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია. სასწავლო გეგმებთან: მიმართულება– ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, ეკოლოგია, ადამიანი და გარემო.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ჯემალ მამარდაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:
No comments:
Post a Comment